
ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რუსეთთან დაკავშირებით, უთანხმოება იყო. ამერიკელმა სენატორმა კრის ვან ჰოლენმა თურქეთს ალიანსის ორგული მოკავშირე უწოდა. ბლოკის წევრები მოითხოვენ თურქეთი ნატოდან გაირიცხოს, რადგან ის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს აღრმავებს და სანქციებს არ უერთდება. ამის გამო, ანკარას აპრილში უკვე დაეკისრა სანქცია – რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენისთვის, ქვეყანა F-35 გამანადგურებლების წარმოების პროგრამიდან გაირიცხა.