
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისეთ განცხადებას არ გავაკეთებ, რომელმაც შეიძლება სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როცა უკრაინა შეძლებს, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. ახლა რუსეთმა ესკალაციის ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა. ჩვენი მოვალეობაა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, თუმცა ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან,“ – აცხადებს მაკრონი.