
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეროვნული კრების ყოფილი დეპუტატის, ნატალი სმირის, თქმით, ნაწილობრივი მობილიზაცია აფხაზეთზეც გავრცელდება.
,,რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს, მე-6 მუხლში ვკითხულობთ, რომ თუ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი აგრესიის, ან შეირაღებული თავდასხმის საშიშროების წინაშე დგას, ეს აღიქმება როგორც შეიარაღებული თავდასხმა მოკავშირე მეორე მხარეზეც.
ე.ი. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენც გვევალება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს ვალდებულებები ჩვენთან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც 27-ში დონეცკსა და ლუჰანსკში რეფერენდუმი ჩატარდება და ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდება.
არ ვიცი ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ის, რომ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას კოლექტიურ დაცვაში, ამის თქმა სიზუსტით შემიძლია.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო, საშიში და ტრაგიკულია, და ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.
ასე რომ, ჩვენი შეთანხმებისა და რუსეთის წინაშე არსებული ვალდებულებების მიხედვით, ჩვენ ვიქნებით ამ ომის მონაწილეები, სულ ეს არის და ეს,” – განაცხადა ნატალი სმირმა.