
გერმანია მზად არის, რუსი დეზერტირებისთვის საერთაშორისო დაცვა უზრუნველყოს – აცხადებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეტერი.
„დეზერტირებს, რომლებსაც სერიოზული რეპრესიები ემუქრებათ, შეუძლიათ მიიღონ საერთაშორისო დაცვა გერმანიაში. ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და, შესაბამისად, საკუთარ თავს უდიდეს საფრთხეში აყენებს, შეუძლია თავშესაფარი მოითხოვოს გერმანიაში პოლიტიკური დევნის გამო“ , – განაცხადა მინისტრმა.