
„უმრავლესობაში ტრაურია. ივანიშვილმა გადაწყვიტა, განდგომილ ოთხეულს მიუერთოს კიდევ ოთხი წევრი: მამუკა მდინარაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი და ვინმე ზაალ მიქელაძე, რომელიც თურმე პარლამენტის წევრი კი არა, მთლად ვიცე-სპიკერი ყოფილა.
ტრაური იქნება, აბა რა, ვის უნდა სანქციების სიაში მოხვედრის კანდიდატად ყოფნა?”- ეს განცხადება სოციალურ ქსელში რომან გოცირიძემ გააკეთა.
აღნიშნულმა პირებმა გოცირიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს. როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, მას „ასეთი რამ პირველად ესმის”. მიქელაძის თქმით კი ,,არაფერი მსგავსი არ ყოფილა”.