ბელგიის პრემიერ-მინისტრი – ბელგია უკრაინას 37,4 მილიონი ევროთი დაეხმარება
ნოემბერი 27, 2022
როგორც ცნობილია, 26 ნოემბერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე დე კროო, უკრაინაში ჩავიდა. დე კროომ უკრაინისთვის 37,4 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა. ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბუჩასა და ბოროდიანკაშიც იმყოფებოდა.