
„შემდეგი კვირა, შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს. რუსები ენერგეტიკის ობიექტების წინააღმდეგ ახალ ტერაქტებს ამზადებენ. საგანგებო სამსახურები და ხელისუფლების ორგანოები მუშაობენ სხვადასხვა სცენარზე. ჩატარებულია მრავალი სწავლება, შემუშავებულია ენერგეტიკოსთა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოქმედებები, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ვემზადებით. სამხედროები ემზადებიან“, – დაწერა დავით არახამიამ თავის ,,ტელეგრამის” გვერდზე.
არახამიამ უკრაინელებს წყლისა და საკვების მომარაგებისკენ მოუწოდა. ასევე, ურჩია, გაიგონ, სად არის ე.წ. უძლეველობის მათ ადგილსამყოფელთან მდებარე უახლოესი პუნქტი.