
იტალიის კუნძულ ისკიაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ათზე მეტი ადამიანია დაკარგული. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს.
როგორც ცნობილია, 26 ნოემბერს კუნძულ ისკიაზე ძლიერი წვიმა დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა მოიყოლა საცხოვრებელი სახლები, წაიღო მანქანები. მაშველები ათობით საცხოვრებელ სახლამდე მისვლას უამინდობის გამო ვერ ახერხებენ.