
დასავლეთი გეგმავს ესტონეთს ისეთი იარაღი მიაწოდოს, რომელსაც შეეძლება მიზანში ამოიღოს სანქტ-პეტერბურგი, – განაცხადა რუსეთის ელჩმა, ვლადიმირ ლიპაევმა ტალინში.
ელჩის თქმით, საუბარია ჩვეულებრივი იარაღის ყველაზე თანამედროვე ტიპებზე და საშუალო დისტანციის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შექმნაზე.
„ანგლო-საქსები დაინტერესებულნი იყვნენ ესტონეთში ანტირუსული ფორპოსტი შეექმნათ, რითაც რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლას მოახდენდნენ. ჩნდება კითხვა: ვისთან გეგმავს ბრძოლას ესტონეთი? – განაცხადა ლიპაევმა.