
რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტში შევიდა ცვლილება, რომლითაც პირველივე პარაგრაფს დაემატა ტექსტი საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ.
„რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. რეზოლუცია გადის უკვე პლენარული სესიის სხდომაზე და კენჭისყრის შედეგად უკვე საბოლოო ვერსია დამტკიცდება, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩვენ მიერ ინიცირებულ ამ ცვლილებას“- აცხადებს თალაკვაძე.