
„კიევმა შესაძლოა საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია მოახდინოს“ – განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
„კიევი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია მოახდინოს, თუ თბილისი რუსეთთან საჰაერო ფრენებს აღადგენს და რუსების შემოდინების გამო უკრაინის მოქალაქეებს „საფრთხე“ შეექმნებათ“ – აცხადებს ანდრეი კასიანოვი.