
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ დაკისრებული თანამდებობიდან ხუთი რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაანთავისუფლა. ესენი არიან: დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო, ზაპოროჟიეს ოლქის უფროსი ალექსანდრე სტარუხი, კიევის რეგიონის ხელმძღვანელი ოლექსი კულება, სუმის რეგიონის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი და ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი.