
ეგვიპტელი ეკონომისტები მიესალმებიან კრემლის წინადადებას, ორმხრივი ვაჭრობა რუსულ რუბლზე გადავიდეს, მას შემდეგ რაც მსგავსი პირობები რუსეთ-თურქეთის ვაჭრობაში იქნება მიღებული. ეკონომისტების თქმით, რუბლზე გადასვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.
რუბლზე გადასვლამ ეგვიპტურ ფუნტზე შეიძლება დადებითად იმოქმედოს და ამან შეამციროს ჩვენი დამოკიდებულება დოლარზე”, – განაცხადა ალა ეზმა, ეგვიპტის სავაჭრო პალატების კავშირის გენერალურმა მდივანმა.
ეგვიპტისთვის რუსეთიდან შესყიდვების ძირითად ნაწილს შეადგენს მარცვლეული და სხვა აუცილებელი პროდუქტები, ამიტომ ეგვიპტელი ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ რუბლებში გადახდამ ძირითადი იმპორტი შეიძლება დოლართან მიმართებაში ფასების რყევებისგან გადაარჩინოს.