
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს ალან გილამს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე 2023 წლის გეგმები და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე ალან გილამმა აღნიშნა, NDI მზად არის საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა გააგრძელოს.