
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო აცხადებს, რომ ფინეთი შვედეთისგან დამოუკიდებლად ნატოში არ გაწევრიანდება.
“ალბათ მე თვითონ ვიყავი ცოტა არაზუსტი დილით. ჩვენ მივმართეთ შვედეთთან ერთად და ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი პროცესები იგივე ტემპით წარიმართოს”, – თქვა ჰავისტომ HS-თან ინტერვიუში.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრი სულ რამდენიმე საათში შეიცვალა – დილით ჰავისტომ თქვა, რომ, შესაძლოა, ფინეთი ჩრდილოეთ მეზობლებისგან ცალკე შეუერთდეს ნატოს. ამის მიზეზი შვედეთსა და თურქეთს შორის წარმოშობილი უთანხმოება გახდა.