
ნატოს დახმარება უკრაინელ ხალხს კიდევ უფრო მეტ ტანჯვას მოუტანს – ასე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამერიკის და გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის ტანკების გადაცემის თემას.
„სამწუხაროდ, უკრაინაში ნატოს მეტ იარაღს ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს. მას ასევე მოაქვს მეტი დაძაბულობა კონტინენტზე, მაგრამ რუსეთს თავისი მიზნების მიღწევაში ეს ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა პესკოვმა.