
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პაველს სანქციები დაუწესა.
განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ შედგენილ სიაში რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების კიდევ ცხრა სასულიერო პირია შესული.
მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ შემაკავებელი ზომები მიიღო მართლმადიდებელი ეკლესიის 20-ზე მეტი წარმომადგენლის მიმართ.