
„M1 Abrams“-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემა, გაზაფხულამდე ვერ მოესწრება – წერს „The Washington Post“-ი.
„კიევს შესაძლოა ტანკებისთვის ლოდინი ერთი წელი მოუწიოს, რადგან ისინი გამოიყოფა არა პენტაგონის მარაგებიდან, არამედ ,,უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის’’ პროგრამის ფარგლებში. ამისთვის საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება მწარმოებელთან და ამას დრო დასჭირდება“,- განმარტავს ABC News, ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით.