
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა კიევისთვის იარაღის მიწოდებით იქნება განმტკიცებული.
“არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ თუ თქვენ ხვალ მშვიდობა გსურთ, მაშინ დღეს უნდა დაუჭიროთ მხარი უკრაინას. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მშვიდობის გზა იარაღის მიწოდებაზე გადის”, – განაცხადა გერმანულ გაზეთ Welt-თან ინტერვიუში სტოლტენბერგმა.
მან დასძინა, რომ ნატოს უსაფრთხოების ინტერესები სცილდება უკრაინის მიმართ სოლიდარობას.
”იმიტომ, რომ თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, სხვები ისწავლიან ამ გაკვეთილებს. ამ სამყაროს ავტოკრატები ყურადღებით ადევნებენ თვალს, თუ როგორ ვუპასუხებთ რუსეთის ამ შემოჭრას. ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ რუსეთმა გამოიყენა ენერგომომარაგება იარაღად. ასევე ჩინეთი იყენებს თავის ეკონომიკურ რესურსებს თავისი ინტერესებისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.