
იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იოშირო მორიმ განაცხადა, რომ რუსეთის მარცხი უკრაინის კონფლიქტში “ფაქტობრივად წარმოუდგენელია” და უკრაინაში ამდენი იარაღის ინვესტიციის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა.
“ღირს თუ არა ამდენი ინვესტიცია უკრაინაში? პრაქტიკულად წარმოუდგენელია რუსეთის წაგება”, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს მორის სიტყვებს.