
„უკრაინელი და რუსი ერები უნდა შერიგდნენ“- განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა.
„ჩვენი ეკლესია არის სრულიად რუსეთის ეკლესია და უკრაინა და ბელარუსი ამ ისტორიული რუსეთის ნაწილია. ამიტომ ყველამ, ვინც შედის წმინდა რუსეთის ისტორიულ ნაწილში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კაცობრიობის მტერმა ეშმაკმა ვერ მიაღწიოს იმას, რომ ძმა ძმის წინააღმდეგ აჯანყდეს. ისტორიულად რუსეთის ყველა ხალხში მშვიდობა, კეთილდღეობა და ძმური სიყვარული იყო და უკრაინელი და რუსი ერები უნდა შერიგდნენ“, – განაცხადა კირილმა.