
ბადროს ტყორცნაში ბრიტანელი ჩემპიონი ქალის მიერ ქალად იდენტიფიცირებული ბიოლოგიური მამრი ათლეტებისთვის ქალების კატეგორიაში საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის უფლების მიცემის გეგმების საჯაროდ გაკრიტიკებას მწვავე რეაგირება მოჰყვა. ჩემპიონი ქალი ამტკიცებს, რომ ამგვარი პოლიტიკა ბიოლოგიურ ქალებს სერიოზულად დააზარალებს.
ოჰაიოს შტატში დაბადებულმა ამელია სტრიკლერმა, ბრიტანეთის ეროვნული ტიტულის ორგზის მფლობელმა, რომელიც 2024 წელს პარიზის ჩემპიონატში მონაწილეობას გეგმავს, ახლახანს გამოცემა The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მეგობარი ათლეტების აბსოლიტური უმრავლესობა ეთანხმება მას, თუმცა, უმეტესობა ამ საკითხთან დაკავშირებით სპონსორობის გარიგების დაკარგვისა და ასევე, სოციალურ მედიაში ტრანსაქტივისტების რისხვის შიშით ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავს.
სტრიკლერის კომენტარები მოჰყვა The Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ World Athletics-ი აპირებს, ბიოლოგიური მამრი სპორტსმენები, რომლებიც ქალებად იდენტიფიცირდებიან, ქალების წინააღმდეგ საასპარეზოდ დაუშვას, იმ პირობით, თუ ისინი ტესტესტერონების დონეს სხეულში ლიტრზე 2,5 ნანომოლამდე (ნმ/ლ) შეამცირებენ, ტესტესტერონების ზღვარს ქვემოთ შენარჩუნების პერიოდს კი, სანამ ისინი საასპარეზოდ დაიშვებიან, ორ წლამე გაზრდიან. საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ მარტში გახდება ცნობილი.
თუმცა, სტრიკლერმა The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს თითქმის არაფერს შეცვლის, განსაკუთრებით, ისეთ სპორტში, როგორიცაა, ბადროს ტყორცნა.
„ეს ყველაფერი კარგია, რომ World Athletics-ი შეზღუდვებს აწესებს ტესტესტერონების დონეზე და კვალიფიკაციის მოსაპოვებლად წლების რაოდენობას ახანგრძლივებს და ა.შ.. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს… ისინი მაინც ბიოლოგიურ მამაკაცებად დარჩებიან და მათი ბუნებითად თანდაყოლილი კომპლექციის გათვალისწინებით, ქალებზე უპირატესობა ყოველთვის ექნებათ“, – განაცხადა სტრიკლერმა.
„და საერთოდ არ იქნება გასაკვირი, როცა მსოფლიო რეკორდებს სწორედ ტრანს ათლეტები მოხსნიან. ნამდვილად ვნერვიულობ. ეს ჩემი კარიერაა, რომელშიც დიდი შრომა მაქვს ჩადებული. თუ მარტში ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, მაშინ 2025 წლის მარტისთვის შესაძლოა სპორტი დავტოვო“, – დასძინა მან.