
„რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, გერმანია ყოველთვის იქნება წინა პლანზე“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მან დასძინა, რომ მისი ქვეყანა შეერთებულ შტატებთან და საფრანგეთთან ერთად კიევს ჯავშანტექნიკას მიაწვდის.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ „Leopard 2A6“ 14 ტანკის გაგზავნის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინტენსიური დისკუსიები საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ ქმედებების მიზანია უკრაინის სატანკო ბატალიონებისთვის აღჭურვილობით უზრუნველყოფა.
მანამდე El País-მა დაწერა, რომ ესპანეთი შეუერთდება გერმანიის ჯავშანტექნიკის მიწოდებას.