
უკრაინის არმიის სამხედრო ნაწილებმა ქალაქი სოლედარი დატოვეს, – აცხადებს უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერი, სერგი ჩერევატი.
„რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ, მათ შორის გასული კვირების განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სოლედარი და უკან დაიხიეს “- განაცხადა უკრაინის აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა.
მანამდე, ბრიტანული დაზვერვა წერდა, რომ უკრაინული ჯარები ქალაქი სოლედარიდან გავიდნენ და იქ კონტროლი რუსულმა ძალებმა დაამყარეს.