
უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ევგენი პერებიინისს საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი შეხვდა – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს.
„უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.