
მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ კანონპოექტის მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობის ე.წ. გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ ნორმებში ცვლილებები შედის.
“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც ქალი იქნება (ნაცვლად განსხვავებული სქესისა), ასევე პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი – 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც ქალი უნდა იყოს.