
მთავრობა მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ურბანული განახლების პროექტების ფარგლებში 10 ქალაქის და 10 რეგიონის რეაბილიტაცია იგეგმება. ეს ქალაქებია: ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ
“ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა, წელსვე გვინდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.