
თურქეთში ახალი მიწისძვრა დაფიქსირდა, ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა.
მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც მოსკოვის დროით 13:24 საათზე დაფიქსირდა, ქალაქ ელბისტანიდან სამხრეთით 10 კილომეტრში იყო. ეპიცენტრში რყევის ინტენსივობის მიხედვით, სეისმური მოვლენა შეფასებულია, როგორც „დამანგრეველი“.