
თურქეთში მიწისძვრა მესამედაც დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით სიმძლავრემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში დაღუპულია 1 200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, მხოლოდ თურქეთში, დაღუპულთა რიცხვი 912-ს აღემატება. დაშავდა 5385 მოქალაქე, ხოლო ნანგრევებიდან 2470 ადამიანია ამოყვანილი. დაღუპულია საქართველოს ერთი მოქალაქე. დანგრეულია 3000-მდე შენობა.