
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის, სამართლებრივი თვალსაზრისითაც… რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრი და მისი ვალდებულებები არ ეკისრება. ამ ორგანოსთან რუსეთი არ თანამშრომლობს, ხოლო დაპატიმრების შესაძლო ,,რეცეპტები”, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოდან მოდის, ჩვენთვის იურიდიულად ძალადაკარგული იქნება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინისა და ბავშვთა საქმეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას, დაპატიმრების ორდერების გაცემასთან დაკავშირებით.