
უნგრეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ლიდერის, კოჩიშ მატეს, განცხადებით, უნგრეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.
„ფრაქცია FIDESZ-ის სახელით გატყობინებთ, რომ გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას. ამ საკითხზე საპარლამენტო ხმის მიცემა 27 მარტს გაიმართება და ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს“, – ვკითხულობთ მატეს განცხადებაში.