
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაპირისპირებულ მხარეთა შორის ბახმუტისთვის ძლიერი ბრძოლა გრძელდება, სადაც რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვემეხითა და სარაკეტო საარტილერიო ცეცხლის მეშვეობით უკრაინული ჯარის განლაგებებს მინკოვკასა და ვასიუკოვკაში დაარტყეს. ამასთან, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხარკოვის რეგიონში, სტარობელსკისა და დონეცკის მიმართულებითაც. რაც შეეხება ფრონტის სამხრეთ სექტორს, რუსეთის შეიარაღებული ძალების არტილერია უკრაინული ჯარის დუდჩანისა და კაჩკაროვკას კონცენტრაციებს უტევს.