
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინისთვის დაკავების ბრძანების გაცემას გამოეხმაურა.
,,მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო სამართლებრივი რეაგირება, უბრალოდ, იმ მოვლენებზე, რომლებიც მიმდინარეობს ახლა უკრაინაში და ვფიქრობ, სწორია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, იმ ფორმატებით, რომლებიც შექმნილია თანამედროვე კაცობრიობის მიერ სამართლებრივი ინსტრუმენტების სახით, პასუხს სცემს იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება უკრაინაში. ეს სწორი მიდგომაა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, აუცილებლად. აუცილებელია, ამ თვალსაზრისით, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი გზებით სწორი კვალიფიკაციის მიცემა ყველაფერ იმისთვის, რაც ხდება უკრაინაში,” – განაცხადა სარჯველაძემ.