
კანადის კიბოს საზოგადოება ტრანს ქალებს, ანუ, ბიოლოგიურ მამაკაცებს, რომელთაც „ქვედა ნაწილის ოპერაცია“ გაიკეთეს, ურჩევს, რომ თავიანთ ექიმებთან საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარების საკითხი განიხილონ, მიუხედავად იმ ფაქტის აღიარებისა, რომ მამაკაცებს საშვილოსნო არ გააჩნიათ.
მამაკაცებისთვის, რომელთაც ქირურგიული ჩარევის შედეგად აქვთ „საშვილოსნოს ყელი“ ან „საშო“, ამ რბილ ქსოვილებში კიბოს განვითარების „ძალიან დაბალი რისკი“ არსებობს, – განაცხადა კანადურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ სტატიაში, სახელწოდებით: „მე, როგორც ტრანს ქალს, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, მჭირდება თუ არა სკრინინგის ჩატარება?“
იმისათვის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო დაგემართოს, მინიმუმ, ეს ორგანო – საშვილოსნოს ყელი – უნდა გაგაჩნდეს. ეს არის ორგანო, რომელიც საშოს საშვილოსნოსთან აკავშირებს.
მათ, ვინც ტრანსგენდერია და სასქესო ორგანოების ოპერაცია გაკეთებული არ აქვთ, საშვილოსნოს ყელის კიბო არ ემუქრებათ.
თუმცა, რაც შეეხება ტრანს ქალებს, რომლებსაც ვაგინოპლასტიკა და შესაძლოა საშვილოსნოს ყელიც გაკეთებული აქვთ, მათთვის ამ რბილ ქსოვილებში კიბოს განვითარების ძალიან უმნიშვნელო რისკი არსებობს.
ამ მცირე რისკის არსებობის გამო, კანადის კიბოს საზოგადოება ტრანს ქალებს, ანუ, ბიოლოგიურ მამრებს, საშვილოსნოს კიბოს პრევენციის მიზნით, პირად ექიმთან კონსულტაციის გავლასა და სკრინინგის ჩატარებას ურჩევს.
კიბოს საზოგადოება ტრანს ქალებს (ბიოლოგიურ მამრებს) კიბოს პრევენციის მიზნით, მკერდის სკრინინგის ჩატარების რეკომენდაციასაც აძლევს.