
ვლადიმერ პუტინის მიმართ ჰააგის ვერდიქტს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, მარია ხაზროვა, გამოეხმაურა. მისი განცხადებით, 15 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც დასავლეთში ბავშვებზე ზრუნვა, მათი გადარჩენა და მკურნალობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდებოდა, თუმცა იქ, სადაც ბავშვებზე სქესის შეცვლის ექსპერიმენტებს ჩადიან, გასაკვირი არაფერია.
,, ,,განსწავლული დასავლეთის” ექსპერიმენტები ბავშვებში სქესის შეცვლაზე, ექიმების დევნა, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, არასრულწლოვანთა სამართლის გაუკუღმართებული ინტერპრეტაცია, ოჯახის ინსტიტუტის დანგრევა, ,,დედის” და ” მამის“ დეგენერაციული ტერმინებით ჩანაცლება – „მშობელი A“ და „მშობელი B“, გარყვნილების პროპაგანდა არასრულწლოვანთა შორის – ეს ყველაფერი არ არის სამწუხარო შემთხვევითობა, არამედ ნატო-ზე ორიენტირებულ ქვეყნებში ფართომასშტაბიანი პოლიტიკაა და ის სახელმწიფოები, რომლებიც უნგრეთის მსგავსად ალიანსის ფარგლებში ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას, ექვემდებარებიან რეალურ დევნას“, – ვკითხულობთ ზახაროვას განცხადებაში.