
მასაჩუსეტის შტატის საშუალო სკოლა ცოტა ხნის წინ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, გოგონების ათლეტიკის გუნდის მიერ შიდა ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვების გამო, რაც მათ ტრანს-იდენტიფიცირებული ბიოლოგიური მამრი ათლეტის ხარჯზე მოახერხეს.
გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ქლოე ბერნსი, ტრანს-იდენტიფიცირებული ბიოლოგიური მამრი ათლეტი, ბრუკლინის საშუალო სკოლას დაეხმარა, რომ მოეგო მასაჩუსეტის შტატის სასკოლათაშორისო ათლეტიკის ასოციაციის დივიზიონის პირველი დახურული ჩემპიონატი და ასევე, საველე ჩემპიონატი დაბრკოლებების გადალახვით გოგონათა შორის 55 მეტრზე ასპარეზობაში.
ბრუკლინის სასკოლო გაზეთ The Cypress-ის თანახმად, სკოლის პოლიტიკის მიხედვით, „ტრანსგენდერ მოსწავლეებს სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობა თავიანთი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეუძლიათ. სასკოლათაშორისო სპორტული აქტივობები განიხილება მასაჩუსეტის შტატის სასკოლათაშორისო სპორტული ასოციაციის გენდერული იდენტობის პოლიტიკაზე (MIAA) დაყრდნობით“.
ბრიტანელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოქროს მედალის მფლობელმა შერონ დევისმა ტრანს-იდენტიფიცირებული მამრი ათლეტის ქალების გუნდის სახელით ასპარეზობა უსამართლობად და თაღლითობად შეაფასა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი სხვა წარმატებულმა სპორტსმენებმაც გამოთქვეს, რომელთაც ქალების სპორტის გადასარჩენად შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვეს.