
,,კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერი, შოთა მარტინენკო, ამავე პარტიის წევრის, მამუკა ანდღულაძის, ორთვიან პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა.
,,ხელისუფლების სამარცხვინო სახე: მაშინ, როცა პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის მომწყობთაგან და მოლოტოვის კოქტეილებით ხალხის ცოცხლად დაწვაზე წამსვლელთაგან უკლებლივ ყველა მეორე დღესვე გამოუშვეს დასავლეთის ზეწოლის შიშით, მამუკა ანდღულაძე, ადამიანი, რომელიც ონკოპაციენტია და უდედოდ ზრდის არასრულწლოვან შვილს, ევროკავშირის დროშის ჩამოხევის გასაპროტესტებლად მის ოჯახში მივარდნილი ,,ტვ პირველის” უზრდელი ჟურნალისტის გაგდების გამო პატიმრობაში დატოვეს…
ესაა ,,ოცნების” სამართალი – ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების დანგრევა და შეწირვა, ოღონდ დასავლეთისა და მისი აგენტების კიდევ უფრო მეტი გულისწყრომა არ დაიმსახურონ!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.