
POLITICO-ს ინფორმაციით, ბილ ბრაუდერი ევროკავშირს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
„მაგნიტსკის სანქციები არ არის რუსეთის სანქციები. ის გლობალურია. თუ გამოვლინდა, რომ ვინმე ადამიანის უფლებების დამრღვევია, ვინმე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს, რაც, ვფიქრობ, სააკაშვილის შემთხვევაში აშკარაა, მაშინ სანქციები უნდა გავრცელდეს“, – განაცხადა ბრაუდერმა.