
The Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპაში ასაფეთქებელი ნივთიერებების მნიშვნელოვანი დეფიციტია, რაც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დამზადების შესაძლებლობას მკვეთრად ზღუდავს.
„ძალიან რთულია საარტილერიო საბრძოლო მასალის, განსაკუთრებით, მძიმე, დიდი კალიბრის წარმოების გაზრდა მოკლე დროში. შეუძლებელია ნიტროცელულოზის [დენთის შემადგენლობის ნაწილი] წარმოების გაზრდა მოკლე დროში. თუ გვსურს, მაგალითად, დენთის წარმოების გაზრდა, ამას, ალბათ, სამი წელი დასჭირდება“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინდუსტრიის ასოციაციის თავმჯდომარემ, ირჟი ჰანეკმა.