
,,კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერი, ირაკლი მარტინენკო, მამუკა ანდღულაძის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.
,, ,,ქართულ ოცნებას” მივმართავ – გაათავისუფლეთ თქვენ მიერ უსამართლოდ დაკავებული მამუკა ანდღულაძე!”, – ვკითხულობთ ირაკლი მარტინენკოს განცხადებაში.
მარტინენკოს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულ მამუკა ანდღულაძეს არ გაათავისუფლებენ, ხალხი ქუჩაში გამოვა:
,,მამუკა ანდღულაძის საქმეზე პატიმრობის გასაჩივრება შევიტანეთ, მოვითხოვთ, გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ადამიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვალთ ქუჩაში!”.