
,,მივმართავ მთავრობას, თუ ოდნავ მაინც საღი აზრი და რეალობის აღქმის უნარი შეგრჩენიათ, უმოკლეს ხანში გამოუშვით უკანონოდ დაპატიმრებული მამუკა ანდღულაძე. ეს უნდა გააკეთოთ არა იმიტომ, რომ მამუკა ონკოპაციენტია ან იმის გამო, რომ მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილს (ეს ფაქტორი ზოგადად გამოხატავს, რამდენად დაუნდობელია ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ ლიბერალური სისტემა), არამედ იმიტომ, რომ ის სრულიად უდანაშაულოა და თან, თავად გახდა თავდასხმის ობიექტი.
არავინ შეეგუება ადამიანების უფლებრივ სეგრეგაციას, შერჩევით სამართალს!
მართლმსაჯულება ყველაზე თანაბრად უნდა მოქმედებდეს!
თავისუფალება მამუკას!”, – ვკითხულობთ ,,კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერის, გიორგი ქარდავას, მიერ მამუკა ანდღულაძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.