
Warszawa, 22.03.2023. Premier Mateusz Morawiecki (P) i premier Japonii Fumio Kishida (L) podczas spotkania w siedzibie Kancelarii Prezesa Rady Ministrów w Warszawie, 22 bm. (jm) PAP/Radek Pietruszka
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოულოდნელი ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავეცკის და პრეზიდენტ ანჟეი დუდას შეხვდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მაისში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ხაზს გაუსვამს პოლონეთთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობას.