
“უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება მთლიანად შეცვლის სიტუაციას საქართველოსა და რეგიონში. უკრაინა, სამუდამოდ, გახდა რეგიონის ზესახელმწიფო“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი „ფრანს-პრესთან“ საუბარში.
„პოლონეთთან ერთად ის განსაზღვრავს ყველაფერს რეგიონში, მათ შორის, თუ რა ხდება საქართველოში. საქართველოში სიტუაცია ძირეულად შეიცვლება უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდეც კი. საქართველოში ყველაფერი კრისტალურად ნათელია: ხალხი ერთიანია. ჩვენ ვართ ევროპელი ერი რუსული მთავრობით”- აცხადებს სააკაშვილი.
სტატიის ავტორი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ეხება და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობა პატიმრობაში „წამების“ შედეგად გაუარესდა.”