
რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან,- ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“ განაცხადა.
„მე ვესაუბრე უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც შევეხეთ. საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება, ძალიან მგრძნობიარე საკითხებია. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.
ფორუმზე ასევე ისაუბრა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფროსის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა. მისი თქმით, 2022 წელს რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, მისმა წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 16%-ს გადააჭარბა.
ვოლვაჩმა განაცხადა, რომ საქართველოში იგეგმება რუსული სტანდარტების მიხედვით ღვინოების სერტიფიცირების ლაბორატორიის შექმნა, „რაც საშუალებას მისცემს მხარეებს მომზადდეს პერსონალი და აღმოიფხვრას ქართული ღვინოების მეორადი სერტიფიცირება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.
РФ и Грузия «находятся на пороге возобновления авиасообщения» – депутат (ekhokavkaza.com)