
Garda Siochana checkpoint in Baggot Street Lower, Dublin, during Level 5 Covid-19 lockdown. On Friday, February 5, 2021, in Dublin, Ireland. (Photo by Artur Widak/NurPhoto via Getty Images)
ირლანდიაში პოლიციის თანამშრომლები და მასწავლებლები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტრანსგენდერიზმის პრინციპების დამორჩილებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სამუშაო ადგილები დაატოვებინონ.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც ქვეყნის მაღალჩინოსნებმა ტრანსგენდერული მოძრაობის აქტიური მხარდაჭერა დაიწყეს და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა ქვეყნის სასკოლო სისტემაში გენდერული იდეოლოგიის სწავლების დანერგვა მოითხოვეს.
გამოცემა Sunday Times-ის ცნობით, მასწავლებლებს სამსახურების დაკარგვის ეშინიათ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცვალებად სოციალურ კლიმატთან შესაბამისობაში მოსვლაზე უარს იტყვიან. ზოგიერთი მათგანი იმასაც კი შიშობს, რომ ისე არ დაასრულოს, როგორც ენოქ ბურკმა, ქრისტიანული აღმსარებლობის მასწავლებელმა, რომელიც საბოოლოდ ციხეში იმის გამო აღმოჩნდა, რომ მოსწავლესთან მიმართებით მისი ბიოლოგიური სქესისთვის შეუსაბამო ნაცვალსახელის გამოყენებაზე უარი განაცხადა.
„მე ვაკეთებ იმას, რასაც მეუბნებიან, არა იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია, არამედ, იმიტომ, რომ არ მინდა სამსახურის დაკარგვა და სასამართლოს წინაშე წარდგომა, როგორც ეს ენოქ ბურკის შემთხვევაში მოხდა“, – ასეთი რამ განაცხადა ადგილობრივ გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელიც კათოლიკურ სკოლაში ენებს ასწავლის. რესპოდენტმა უსაფრთხოების მიზნით, ანონიმურად დარჩენა არჩია.
ირლანდიის პოლიციის თანამშრომლები მასწავლებლების მსგავსად იგივე სიტუაციაში აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც პოლიციის მაღალჩინოსნებმა პოლიციის პერსონალსა და სამართალდამცავებს უბრძანეს, რომ პირის მიმართ მისთვის სასურველი თუ უპირატესი სახელი და ნაცვალსახელები გამოეყენებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შესაბამისი სასჯელი დაემუქრებოდათ.
ახალი მოთხოვნების თანახმად, რაც HR-ის წესდებაშია ასახული, ტრანსგენდერული იდეოლოგიისადმი მორჩილება სავალდებულო გახდა, მისი მკაცრ დაცვას კი ამიერიდან ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს.
აღნიშნულმა ცვლილებამ ქვედა რგოლის რიგით მოხელეებში, რომლებიც პოლიციასა და სასწავლებლებში მსახურობენ, შიშთან ერთად ბრაზიც გამოიწვია. ბრაზი იმიტომ, რომ ხსენებული ზომები ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული, შიშს კი, ახალი რეგულაციების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სამსახურის შესაძლო დაკარგვის პერსპექტივა განაპირობებს.