
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით – ერთხმად, დაამტკიცა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ავტომობილების ტექინსპექტირების გაუვლელობის განმეორების შემთხვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.
თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:
– ფიზიკური პირი დაჯარიმდება -150 ლარის ოდენობით;
– იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება – 300 ლარის ოდენობით.
თუ აღნიშნული ქმედება განმეორდა:
– ფიზიკური პირის დაჯარიმება მოხდება 300 ლარის ოდენობით;
– იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმება 500 ლარის ოდენობით.
იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
– ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
– იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.