
სამოქალაქო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ტვ პირველის პროვოკატორი ჟურნალისტის, ნატო გოგელიას მიერ მამუკა ანდღულაძეზე განხორციელებული თავდასხმის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წერილობით მიმართავს.
როგორც სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტი, ხატია ჯანაშია აცხადებს, დეზინფორმატორმა გოგელიამ ანდღულაძის ოჯახზე თავდასხმისას 5 ჟურნალისტური ეთიკის პრინციპი დაარღვია, თუმცა მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა.
ჯანაშიას განცხადებით, პროვოკაციული ტელევიზიების მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს, შესაბამისად აუცილებელია, რომ ანდღულაძის შემთხვევას ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს.