
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.
ლუქსემბურგში ნატო-ს სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელის თანახმადაც ნატო-ს ქვეყნების პარლამენტარები ერთსულოვან მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე, ასევე დახმარებიან მას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა თავისი ქვეყნების წარმომადგენლებს, ვილნიუსის სამიტზე ღიად დაუჭირონ მხარი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს.