
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“.
თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონიაზე ფიცს მთელ საქართველოში, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დადებენ.
საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში გაიმართება.
26 მაისის ღონისძიებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტით დასრულდება.