
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოულოცა.
„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა დაადასტურა ურყეობა ევროატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია. ეს საქართველოს მოქალაქეების სურვილია და ისინი ამას იმსახურებენ“, -ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში